ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარიას თქმით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო მეზობელ სომხეთს მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სამედიცინო თვალსაზრისით დაეხმარება.

ამის შესახებ გიორგი გახარია დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, დახმარების თაობაზე შესაბამისი დავალება ჯანდაცვის უწყებას უკვე მიცემული აქვს.

მისი თქმით, რა სახის დახმარება სჭირდება ქვეყანას, უკვე იდენტიფიცირებულია და საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება.

“ჩვენ უკვე მოვახდინეთ იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ მეზობლებს. აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის სამინისტროს მიღებული აქვს უკვე დავალება იმისთვის, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს,

ეს პირველ რიგში, როგორც ჩანს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან”, – განაცხადა მთავრობის მეთაური.

ცნობისთვის, სომხეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის გამოეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმეა. ქვეყანაში ამ დროისთვის 14 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

იტვირთბა....