ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ნაციონალური მოძრაობის განცხადებამ გარკვეული კითხვები გააჩინა..” – გიორგი ვაშაძე

“ღიად ვიტყვი რომ გარკვეული კითხვები გააჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებამ 2 ადგილთან დაკავშირებით. საერთოდ ვფიქრობ, რომ ადგილებზე არ უნდა იყოს საუბარი, უნდა იყოს პერსონალიებზე, ვის მეტი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, იმიტომ რომ „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიაში“ მოიაზრებოდა 2-ზე მეტი კანდიდატი. როცა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს განცხადება გააკეთა, კითხვები გააჩინა მესამე კანდიდატთან დაკავშირებით. უნდა დავჯდეთ და შევთანხმდეთ, კვლევები ჩავატაროთ, ვის მეტი მხარდაჭერა აქვს, ადგილებზე და კვოტებზე საუბარი არა მგონია სწორი იყოს, იქიდან გამომდინარე რომ ეს ადგილებისთვის ბრძოლად უნდათ გაასაღონ, ეს ასე არ არის.”

გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი

ამის შესახებ ვაშაძემ “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....