ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“დიდ საფრთხეს ის წარმოადგენს, რომ მეორე ტალღას უმეტესი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები მოულოდნელად აღიქვამენ და მოუმზადებლად შეხვდებიან..” – იაპონელი ინფექციონისტი

კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა გარდაუვალია, მეორე ტალღის დროს ვირუსით გაცილებით მეტი ადამიანი დაავადდება, ვიდრე ეს ახლა მოხდა – ინფორმაციას ამის შესახებ, იაპონელი ექიმი-ინფექციონისტი აკიჰირო სატო ავრცელებს.

როგორც იფექციონისტი აცხადებს, პირველ ეტაპზე COVID-19-ით მოსახლეობის 99% არ დაავადებულა და ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილს აქვს ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.

“COVID-19-ის გავრცელება შენელდება, თუ მოსახლეობის 60%-ს აქვს ორგანიზმში მისი ანტისხეულები. შესაბამისად, ის არ დამთავრებულა და ჯერჯერობით არც დამთავრდება. კაცობრიობას ჯერ მის წინააღმდეგ კოლექტიური იმუნიტეტი არ გააჩნია. ყველაზე დიდ საფრთხეს ის წარმოადგენს, რომ მეორე ტალღას უმეტესი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები მოულოდნელად აღიქვამენ და მოუმზადებლად შეხვდებიან.

– უპირველეს ყოვლისა, ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ როგორი ზაფხული გველის წინ – ცხელი და უნალექო, თუ შედარებით გრილი და წვიმიანი;

– მეორე ფაქტორია, რამდენად სწრაფად და სწორად დაუბრუნდებიან ადამიანები ცხოვრების ჩვეულს წესს;

– და მესამე როდის მოიხსნება სრულად შეზღუდვები, რამდენად კანონზომიერად და დროულად მოხდება ეს, – აცხადებს ინფექციონისტი.

იტვირთბა....