ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ალბათ წონაში მოიმატა და უნდა გახდეს” – რიჟვაძე “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინ მოშიმშილეზე

“ეს არის ჩვეულებრივ პოლიტიკური შოუ, ევრონაცებიდან. ამ შიმშილობის მიზანი არის ორი – ერთი პოლიტიკური შოუ, მეორე ალბათ წონაში მოიმატა და უნდა გახდეს.”

თორნიკე რიჟვაძე – აჭარის  მთავრობის  თავმჯდომარე

ამის შესახებ რიჟვაძემ “ბათუმელებთან” განაცხადა. რითაც, “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინ მოშიმშილე  აქტივისტზე დასმულ კითხვას უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” აქტივისტი, ალექსანდრე მილორავა, აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....