“საბოლოო ჯამში, პერსონალურად ჩემთვის, არანაირი მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნები – მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი ვიქნები, მე ჩემს გასაკეთებელს ყველგან გავაკეთებ. დღეს რაცაა უკიდურესად მნიშვნეოვანი და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმიით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება.”
გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ პრემიერმა იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგნელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა,
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს და მის ადგილას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება.