არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია სამთავრობო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება.
მოსალოდნელი სათავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება იუწყება, სუს-ს სათავეში, სავარაუდოდ, სამთავრობო დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ჩაუდგება, მის თანამდებობას კი ლილუაშვილის მოადგილე და მისივე დეიდაშვილი გიგა ნიკოლეიშვილი დაიკავებს.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, არსებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი “ოპოზიციის” ლიდერად განიხილება.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობიდან გია ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაცია სპეკულაციის ნაწილია და პრემიერ-მინისტრის პოსტზე სახელმწიფოს გიორგი გახარიას სახით ძლიერი კანდიდატურა ჰყავს.
მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ მთავარი არხის ეთერში, არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა.