aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ფიზიკურ პირს თუ კარანტინში გადაიყვანენ და წესებს არ დაემორჩილება, 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება” – ოხანაშვილი

“ძალიან მნიშვნელოვანია, პირი, რომელიც ჩამოვა საზღვარგარეთიდან დაემორჩილოს წესებს, გადავიდეს თვითიზოლაციასა, თუ კარანტინში. იმ შემთხვევაში, თუ ეს წესები დაცული არ იქნება, თუ ფიზიკური პირი ვისაც კარანტინში გადაიყვანენ არ დაემორჩილება ამ წესებს, წინააღმდეგობას გაუწევს, ასეთ მძიმე შემთხვევებში გათვალისწინებულია 2 000 ლარიანი ჯარიმა ფიზიკური პირისთვის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარიანი ჯარიმა. ამ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კი უკვე იწყება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანრი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადება ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, თუ ფიზიკური პირი არ დაიცავს ამ წესს, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

იტვირთბა....