aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, თუ ფიზიკური პირი არ დაიცავს ამ წესს, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტს პარლამენტში მომდევნო კვირას დაჩქარებული წესით განიხილავენ და ამავე კვირას მიიღებენ.

“ჩვენი ამოცანაა, რომ პრევენციაზე დაფუძნებით უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც უკვე ინიცირებულია და რომლის განხილვაც დაიწყება მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით. რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს არის პირბადეების ტარების სავალდებულო წესი.

პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, თუ ფიზიკური პირი არ დაიცავს ამ წესს, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი არ უზრუნველყოფს იმას, რომ ფიზიკური პირი მხოლოდ პირბადით შევიდეს და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს კონტროლს, გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

ღია სივრცეებში არ არის დადგენილი პასუხისმგებლობა, თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მათ შორის, ღია სივრცეში თავშეყრის დროს უნდა დავიცვათ წესები. თუმცა, ჩვენი ამოცანა არ არის მძიმე ტვირთად დააწვეს ჯარიმა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მიზანი არ არის სრული შეზღუდვა, ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ეფექტიანი რეაგირება ამ საკითხებზე”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

იტვირთბა....