მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანებს, რომლებსაც მეორე ჯგუფის სისხლი აქვთ, უფრო იოლად შეუძლიათ COVID 19-ის დამარცხება. ამის შესახებ ინფორმაციას “ტასი” ავრცელებს.
სააგენტოს ეყრდნობა მეცნიერების მიერ გამოტანილ დასკვნებს და წერს, რომ ეს დაკავშირებულია მუტაციასთან, რა დროსაც მეორე ჯგუფის სისხლის შემთხვევაში, იზრდება სისხლის შედედების შესაძლებლობა. აქვე მითითებულია, რომ ექსპერიმენტის დროს, განხორციელდა 2000 ინფიცირებული ადამიანის გენეტიკური მონაცემების შესაბამისი ანალიზი.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერების ამ ბოლო დასკვნამდე, მსგავსი ანალიზი გამოაქვეყნეს ჩინელმა სპეციალისტებმაც. ჩინელმა მეცნიერებმაც 2 ათას პაციენტზე ჩაატარეს კვლევა, რომელსაც უხანის უნივერსიტეტის მკვლევარი ვანგ ხინგუანი ხელმძღვანელობდა. კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა სქესისა და ასაკის ადამიანი. მედიკოსებმა დაინფიცირებული პაციენტების სისხლის ნიმუშები აიღეს და ერთმანეთს შეადარეს.