ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კორონავირუსის მიმართ სისხლის დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანები უფრო დაუცველები არიან – ჩინელი მეცნიერების კვლევა

ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექცია ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს,  კი ეს დამოკიდებულია  სისხლის ჯგუფზე.

როგორც ჩინელი მეცნიერები ამტკიცებენ, სისხლის დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანები კორონავირუსისგან უფრო მეტად დაუცველები არიან, ვიდრე სისხლის უარყოფითი ჯგუფის მქონე პირები.

ჩინელმა მეცნიერებმა 2 ათას პაციენტზე ჩაატარეს კვლევა, რომელსაც უხანის უნივერსიტეტის მკვლევარი ვანგ ხინგუანი ხელმძღვანელობდა. კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა სქესისა და ასაკის ადამიანი.  მედიკოსემბა დაინფიცირებული პაციენტების სისხლის ნიმუშები აიღეს და ერთმანეთს შეადარეს.

კვლევამ აჩვენა, რომ  სისხლის დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანებში ინფექციის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და სიმპტომებიც უფრო მძიმე ფორმაში აღენიშნებოდათ.

კვლევაში მონაწილე სისხლის დადებითი ჯგუფის ჰქონე პაციენტებში კორონავირუსის ინფექციის 63 პროცენტით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ვიდრე სისხლის უარყოფითი ჯგუფის მქონე პაციენტებში.

“დადებითი ჯგუფის მქონე ადამიანებს ესაჭიროებათ, რომ ჰქონდეთ ძლიერი იმუნური სისტება, რათა ამით შემცირდეს მათი დაინფიცირების შანსი. ამ ტიპის დაინფიცირებულ ადამიანებმა უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და მათ უფრო აგრესიული მკურნალობა სჭირდებათ”,- წერს კვლევის ავტორი.

მკვლევარის თანახმად, “უარყოფითი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანების ინფიცირების შანსი ბევრად ნაკლებია”.

ჩინელი მკვლევარები სამეედიცინო დაწესებულებებს მოუწოდებენ, პაციენტების მკურნალობის პროცესში მათი სისხლის ჯგუფები განიხილონ.

 

 

 

 

იტვირთბა....