ნიუ-იორკში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია 90-მდე ადამიანი, ერთი პოლიციელი კი დაშავებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ბრუკლინის სასამართლო შენობისკენ მიემართებოდნენ და მათი ნაწილი პოლიციის მოთხოვნას, უკან დაეხიათ, არ დაემორჩილა. ამ ფაქტს დაპირსპირება მოჰყვა.
შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. მათ მანქანები დაწვეს, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ეკლესიას.
დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის სიახლოვეს. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.