ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ში საპროტესტო აქციების გამო რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა. ქვეყანაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება.

აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. არიან დაშავებულები; პოლიციამ მონაწილეები დააკავა.

სოლთ ლეიქ სითიში კომენდანტის საათის მიუხედავად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც მალევე არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ ექვსი პირი დააკავა, დაშავებულია ერთი ოფიცერი, რომელსაც ბეისბოლის კეტი ჩაარტყეს თავში, დამწვარია ორი ავტომობილი.

თავად მინიაპოლისში, საიდანაც საპროტესტო აქციები დაიწყო, აქ 20:00 საათიდან კომენდანტის რეჟიმი გამოცხადდა, მობილიზებულია შეიარაღებული ძალები და ეროვნული გვარდია. კომენდანტი საათი ამოქმედდა ატლანტაში, ლოს ანჯელესში, ფილადელფიაში, პორტლანდსა და ლუისვილშიც.

„მე თქვენს წინ ვდგავარ როგორც მეგობარი და მოკავშირე ყველა ამერიკელისთვის ვინც მშვიდობისკენ მიისწრაფის“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დაგმო „მოროდიორები და ანარქისტები“ და ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის მიმართ უპატივცემულობაში დასდო ბრალი.

„არ დავუშვებ, განრისხებული ბრბოს დომინირებას, ეს არ მოხდება“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

იტვირთბა....