“მთავარია, ხვალ რა ჭკუაზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი. დღეს რა ჭკუაზეცაა, ეგეც არაა გარანტია, რომ ხვალაც იგივეს იზამს. მაგრამ, ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებს მორალური კრიტერიუმები არ ექნება, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს.”
აკაკი ბობოხიძე – “ევროპული საქართველოს” წევრი
ამის შესახებ აკაკი ბობოხიძებ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს და მის ადგილას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება.