ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს “ეკო გაზის“ გაზგასამართ სადგურზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ეკო გაზის“ გაზგასამართ სადგურზე მომხდარი შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ექსპერტ-კრიმინალისტი ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, “ეკო გაზის“ გაზგასამართ სადგურზე, მომუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტი ადგილზე აფეთქებულ კომპრესორს ამოწმებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. შსს-ის თანამშრომელი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა.

იტვირთბა....