ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ეკო გაზის“ გაზგასამართ სადგურზე მუშაობის დროს ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა და მისი მდგომარეობა მძიმეა

“ეკო გაზის“ გაზგასამართ სადგურზე, რომელიც ორი დღის წინ აფეთქება, ცოტა ხნის წინ  უბედური შემთხვევა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტი ადგილზე აფეთქებულ კომპრესორს ამოწმებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.

დაშავებულია 39 წლის ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კავკასიის მედიცინის ცეტრში შეიყვანეს.

“სადგურზე იყო შესული და დენმა დაარტყა. შემდეგ სასწრაფო მოვიდა და კლინიკაში წაიყვანა. მე როგორც ვიცი, კომპრესორს ამოწმებდა,”- აცხადებს თვითმხილველი.

შსს-ის თანამშრომელი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე „ეკო გაზის“ გაზგასამართ სადგურზე აფეთქება 2 დღის წინ მოხდა.

 

 

იტვირთბა....