aviabiletebi
მთავარი ციტატა

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პრემიერის პოსტი ბიძინა ივანიშვილმა დაიკავოს

“თუ დავუშვებთ, არის თუ არა პრემიერის შეცვლა მოსალოდნელი ან შესაძლებელი, გამორიცხული არაა. არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება და ყველას, პირველ რიგში მმართველ გუნდს უნდა უნდოდეს ცვლილებების დემონტრირება. თუ გავითვალისწინებთ, რომ კვლევებით კრიზისის მართვის პროცესში გახარია უფრო მეტად გამოჩნდა ეფექტური, ვიდრე მთავრობის სხვა წევრები, ამ ფონზე, თუ ივანიშვილი შეცვლის პრემიერს, ნაკლებად საპირწონედ ხომ არ შეიცვლება. მაშინ ვინ შეიძლება იყოს მთავრობის წევრთაგან, რომელიც შეიძლება მოვიაზროთ, რომ  “ოცნებისთვის” უკეთესად წარმოჩნდება? ამიტომ, მე დავუშვი ასეთი ვარაუდი, რომ შესაძლოა თავად ივანიშვილი იყოს წინასაარჩევნოდ ამ ეფექტის მომხდენი.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი

ამის შესახებ ეკა ბესელიამ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია,  რომ გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს და მის ადგილას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება.

იტვირთბა....