“იმის საფუძველზე, რა სისწრაფით და როგორ ვრცელდება ვირუსი, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ჩვენ ვნახავთ ახალ კლასტერებს. შეშფოთებული ვარ, როგორც რასიზმის ფაქტებით, ასევე ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობით. ეს ადამიანები შეკრებით აზიანებენ, როგორც საკუთარ თავს, ასევე საზოგადოებას, სადაც ცხოვრობენ.“
ამის შესახებ ექიმი ჯერომ ადამსი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს.
შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. მათ მანქანები დაწვეს, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ეკლესიას.
დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის სიახლოვეს. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს.