“თქვენ არასწორად გაიგეთ! თუ დემონსტრანტები ასეთი მშვიდობიანები იყვნენ, რატომ წაუკიდეს ცეცხლი ეკლესიას წინა ღამით? ხალხს მოეწონა ჩემი მისვლა ამ ისტორიულ რელიგიურ ადგილზე.”
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. მათ მანქანები დაწვეს, ასევე ცეცხლი წაუკიდეს ეკლესიას.
დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის სიახლოვეს. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს.