“მინდა მიხეილ სააკაშვილის დიდი მადლობა ვუთხრა, ჩემთან დაკავშრებით არაერთხელ უთქვამს პოზიციტიური სიტყვები, თუნდაც პრემიერობასთან დაკავშრებით. მე და სააკაშვილის იმდენი საერთო გვაქვს და იმდენი სინერგია გვაქვს ქმედებებში, იმ იდეებში რომელიც გასაკეთებელია ქვეყანაში. მე რასაც ვასხივებ დღეს, მე ვარ ის თაობა ადამიანების, 23-25 წლის ვიყავი როცა მიხეილ სააკაშვილმა მომცა შესაძლებლობა ჩემი თავის რეალიზება მომეხდინა ქვეყნაში. მე არ მეგულება სხვა ადამიანი ისე კარგად ესმოდეს მიხეილ სააკაშვილის შორიდან, როგორც მე ვარ და დარწმუნებული ვარ ასე ესმის ჩემი.”
გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი
აღნიშნული განცხადება ვაშაძემ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
მისივე თქმით: “ნაციონალური მოძრაობა” არის წამყვანი ოპოზიციური ძალა. “რომლიდანაც მოვდივარ მეც. როცა გაერთიანებული ოპოზიცი მათთან ერთად გავაკეთეთ, შემთხვევით კი არ გავაკეთეთ, ღირებულებით თანხვედრა მაქვს.”