აშშ-ში პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაცვლილი აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის ძმა, ტერენს ფლოიდი მომიტინგეებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ტერენს ფლოიდმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“რას აკეთებთ? ეს ჩემს ძმას არ დააბრუნებს. ჩემი ოჯახი მშვიდობის მოყვარეა. ჩვენი გზა განათლებაა და იმის ცოდნა, თუ ვის ვაძლევთ ხმას. ზუსტად ასე დავარტყამთ მათ“, – განაცხადა ტერენს ფლოიდმა.
შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.
დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის სიახლოვეს. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს.