მთავარი ციტატა

“გულნატკენი არ ვარ, მე ვარ ადამიანი, რომელიც ბოღმას გულში ვერ იდებს”- ვაშაძე

“გულნატკენი არა ვარ. გაცილებით დიდი ამოცანები გვაქვს, იმაზე მეტი, ვიდრე გულნატკენი და ვინმეზე ნაწყენი ვიყო. საერთოდ, მე ვარ ადამიანი, რომელიც ბოღმას გულში ვერ იდებს. თუ ადამიანმა ბოღმა ჩაიდო ტვინში, ის პოზიტიურ საქმეზე ვერ იფიქრებს. მეგობრები მოდიან და მეუბნებიან, აი, სხვა მეგობრებმა შენზე ეს თქვა, არ მახსოვს, მართლა არ მახსოვს. ჩემს გონებას არ დავიბინძურებ იმაზე, რომ ვიღაცეებზე გავნაწყენდე.”

გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს”  ლიდერი

ამის შესახებ გიორგი ვასაძემ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.

ცნობისთვის, ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაერთანებული ოპოზიციის პრემიერის კანდიდატად შესაძლოა გიორგი ვაშაძე დასახელდეს. თუმცა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრემიერობაზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განიხილება.

 

იტვირთბა....