კონფლიქტოლგის, პაატა ზაქარეიშვილის ინფრმაციით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეჟიმის პირველი ე.წ. პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახლი დაცხრილვის მიზეზი შურისძიება გახდა.
ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს.
ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზეთში გასული წლის 22 ნოემბერს რესტორანში ორი ე.წ. კანონიერი ქურდის მკვლელობაში ბრალდებული, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი ერიკ ჭკადუა დააკავეს, ხოლო მისმა ახლობლებმა შურისძიების მიზნით , ვლადისლავ არძინბას სახლი დაცხრილეს.
“უკვე გაირკვა, რომ არძინბას სახლის დაცხრილვა სოხუმში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. გახსოვთ, რა არეულობა მოჰყვა იმ მკვლელობას, რომელიც რესტორან „სან რემოსთან” მოხდა. ამ მოვლენებს მოჰყვა ე.წ. მთავრობის წარმომადგენლების გადაყენებაც. 2 დღის წინ ამ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, ხოლო მისმა ახლობლებმა შურისძიების მიზნით არძინბას სახლი დაცხრილეს,”- განაცხადა ზაქარეი
შეგახსენებთ, 2019 წლის ნოემბერში რესტორან “სან – რემოსთან” ორი ე.წ. კანონიერი ქურდი მოკლეს, სამი კი დაიჭრა, მათ შორის მძიმედ, 21 წლის დომინიკა აკირტავა, რომლიც იმ დღიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ის 3 დეკემბერს გარდაიცვალა.
მომხდარი მკვლელობის გამო, სოხუმში აქციები მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ამასთან დაკავშირებით, თანამდებობები დატოვეს “გენერალურმა პროკურორმა ზაურ აჩბამ და მისმა მოადგილე ეშსოუ კაკალიამ. მანამდე კი რაულ ხაჯიმბამ შს მინისტრი გარი არშბა და მისი მოადგილე კაზბეკ კიშმახოვი გაათავისუფლა.