ახალი ამბები

,,ევროპას უნდა უხელმძღვანელონ როგორც დასავლელმა, ასევე აღმოსავლელმა წევრებმა, რადგან გერმანია და საფრანგეთი ახლა ძალიან სუსტები არიან კონტინენტის სამართავად” რადოსლავ სიკორსკი

ევროპას უნდა უხელმძღვანელონ როგორც დასავლელმა, ასევე აღმოსავლელმა წევრებმა, რადგან გერმანია და საფრანგეთი ახლა ძალიან სუსტები არიან კონტინენტის სამართავად, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

სიკორსკის თქმით, გერმანიასა და საფრანგეთს აღარ შეუძლიათ დამოუკიდებლად დომინირება ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სიკორსკიმ თქვა, რომ პოლონეთმა, რომელიც 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანებული ათი ქვეყნიდან უდიდესია და მსოფლიოს 20 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორისაა, ბლოკში ძალთა ბალანსის დამყარებას უნდა შეუწყოს ხელი.

პაპ იოანე პავლე II-ის ციტირებით, სიკორსკიმ განაცხადა: „ევროპამ ორი ფილტვით უნდა ისუნთქოს, დასავლურით და აღმოსავლურით

იტვირთბა....