ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

(ვიდეო) ე.წ. “კანონიერი ქურდების” მკვლელობის ვიდეოკადრები რესტორანში: ერთ-ერთი ბრალდებული სოხუმში დააკავეს

აფხაზეთში დააკავეს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი ერიკ ჭკადუა, რომელიც ბრალდებულია, რომ გასული წლის 22 ნოემბერს რესტორანში ორი ე.წ. კანონიერი ქურდი დაცხრილა. ინფორმაციას “პრაიმკრაიმი” ავრცელებს.

როგორც გაირკვა, ე.წ. კანონიერი ქურდი, გუდაუთელი ასტამურ შამბა, იგივე „ასტიკა“ თავის მეგობარ, გუდაუთელ ასევე ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ ალხას ავიძბასთან („ჰასიკი“) ერთად, რესტორან სან-რემოსთან მაშინ ჩაცხრილეს, როცა ისინი ​ვერანდაზე სადილობდნენ. ორივე ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დაიჭრა და უმძიმეს მდგომარეობაშია მიმტანი გოგო, რომელიც სროლის დროს ე.წ. “კანონიერ ქურდებს” ემსახურებოდა.

იტვირთბა....