ახალი ამბები

,,ყოველ ჯერზე, როცა ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი, შეცდომებს ვუშვებდი, დიდ შეცდომებს” – ემანუელ მაკრონი

ყოველ ჯერზე, როცა ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი, შეცდომებს ვუშვებდი, დიდ შეცდომებს, – „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, მაკრონმა იშვიათი აღიარების დროს კონკრეტული მაგალითები არ მოიყვანა, თუმცა მას რამდენჯერმე დასდეს ბრალი ამპარტავნებაში, მათ შორის 2024 წელს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილების შემდეგ, რის შემდეგაც მისმა პარტიამ პარლამენტზე კონტროლი დაკარგა.

„პოლიტიკოს“ თანახმად, მაგალითად, მაკრონის ყოფილმა მრჩეველმა და მენტორმა, ალენ მინკმა საფრანგეთის ლიდერს ნარცისი უწოდა, რომელმაც მისი თქმით, „საფრთხის ქვეშ დააყენა ფრანგული ინსტიტუტები“ და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერა გააძლიერა.

2017 წელს, მეწარმეების წინაშე გამოსვლისას მაკრონმა ახსენა „წარმატებული ადამიანები და ადამიანები, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ“. მოგვიანებით მაკრონმა განაცხადა, რომ ნანობდა ამ განცხადებას

იტვირთბა....