მინესოტის სამედიცინო ექსპერტიზამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ოფიციალურად დასტურდება, რომ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი სამართალდამცველების მიერაა მოკლული.
აღნიშნულ ინფორმციას “ბიბისი“ ავრცელებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯორჯ ფლოიდის, მას შემდეგ, რაც ის მინეაპოლისის პოლიციელებმა დააკავეს, გული გაუჩერდა. კერძოდ, სიკვდილი გამოიწვია “კისრის არეში დაწოლამ“. ეს ნიშნავს რომ ფლოიდი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა.
სამედიცინო ექსპერტის ოფიციალურ დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ფლოიდს ჰქონდა გულის დაავადებები, მათ შორის, “ათეროსკლეროზული და ჰიპერტონიული დაავადებები“ და ასევე, გამოვლინდა ინტოქსიკაცია ფენტანილისა და მეტამფეტამინის გამოყენებით.
შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო 25 მაისიდან საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.
ამასთან, ვვაშინგტონში აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა. თუმცა გამოსვლები არ შეჩერებულა. აქციები აშშ-ის დედაქალაქში და სხვა ქალაქებში უკვე შვიდი დღეა გრძელდება.