“ხისტი განცხადებებით რომ პარტია არჩევნებს იგებდეს, ახლა, ისე “დავხისტავ”, რომ 100% გარანტირებული უნდა მქონდეს.წულუკიანის ხისტი განცხადებები ვის მოსწონს?! წულუკიანი საარჩევნო სიის თავში, ეს არის კარგი საჩუქარი ოპოზიციისთვის.ძალიან გაგვიხარდება, 10%-იანი ფორა გვექნება თუნდაც ამ ერთი დანიშვნის გამო.”
რომან გოცირიძე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
რომან გოცირიძის განცხადებით, თუ თეა წულუკიანი სიის პირველი ნომერი იქნება, ამით ოპოზიცია იქნება მოგებაში, რადგან მმართველი გუნდი მხარდამჭერთა 10%-ს მაინც დაკარგავს.
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანი შესაძლოა საპარლამენტო სიის პირველი ნომერი გახდეს და პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიონ.