ახალი ამბები

“გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვეთ ირანი და არავითარ შემთხვევაში არ ჩახვიდეთ იქ ” – დონალდ ტუსკი პოლონეთის მოქალაქეებს

პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა 19 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე პოლონეთის მოქალაქეებს, რომლებიც ირანში იმყოფებიან ან იქ წასვლას გეგმავენ, ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ და ირანში მოგზაურობისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.

“გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვეთ ირანი და არავითარ შემთხვევაში არ ჩახვიდეთ იქ.” – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

“მწვავე კონფლიქტის შესაძლებლობა ძალზე რეალურია. რამდენიმე, ან სულაც ათეულობით, საათში ევაკუაციის შესაძლებლობა გამორიცხული იქნება. გთხოვთ, ეს ძალიან სერიოზულად მიიღეთ, რადგან ზოგიერთი ამ თხოვნას უგულებელყოფს.” – დაამატა ტუსკმა.

ტუსკის თქმით, მალე “ვერავინ შეძლებს ირანიდან ევაკუაციის შესაძლებლობის გარანტირებას.”

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში დიდი რაოდენობის ავიაგამანადგურებლები და მათი დამხმარე სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა, რაც 2003 წელს ერაყში შეჭრის შემდეგ აშშ-ს მიერ რეგიონში საჰაერო ძალების ყველაზე მასშტაბურ მობილიზაციას წარმოადგენს

იტვირთბა....