ახალი ამბები

,,ძალადობის ადგილი საფრანგეთში არ არის” – ემანუელ მაკრონის პირველი განცხადება აქტივისტის მკვლელობაზე

„საფრანგეთში არ არის ადგილი იმ მოძრაობებისთვის, რომლებიც ძალადობას იყენებენ ან მის ლეგიტიმაციას ახდენენ“, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა კვენტინ დერანკეს გარდაცვალების შემდეგ.

​ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკურმა უკიდურესობებმა „საკუთარი სახლები წესრიგში უნდა მოიყვანონ“. პრეზიდენტის ეს განცხადება გასულ უქმეებზე ულტრამემარჯვენე აქტივისტის მკვლელობას მოჰყვა.

​„საფრანგეთში არ არის ადგილი იმ მოძრაობებისთვის, რომლებიც ძალადობას იყენებენ ან მის ლეგიტიმაციას ახდენენ“, — განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს ინდოეთში ვიზიტის დროს.

​23 წლის აქტივისტი, კვენტინ დერანკე, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თავის არეში სასიკვდილო დარტყმები მიიღო. ინციდენტი საფრანგეთის სიდიდით მესამე ქალაქ ლიონში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში მოხდა. ფიზიკური დაპირისპირება იმ კონფერენციის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო, რომელშიც მემარცხენე ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანი მონაწილეობდა.

იტვირთბა....