“ახალი თეატრის” მსახიობები მოითხოვენ, არ ჩამოიხსნას ანდრო ჭიჭინაძის ბანერი თეატრის ფასადიდან – დღეს ეს ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტექნიკურ მომსახურების ჯგუფი ახალი თეატრის შენობასთან გამოჩნდა. ახალ თეატრში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ტელეგადაღებები მიდის.
მსაიხობები ტელევიზიისგან მოითოხოვენ, თუ მანდ ანდროს ბანერის გამოჩენა არ უნდათ ისე გადაიღონ ვიდეოკადრები, რომ არ შეეხონ ბანერს წარწერით – “თავისუფლება სისტემის პატიმრებს”.
მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა “პირველებთან” განაცხადა:
,,არვიცით, რას აპირებენ, უბრალოდ წინსწრებით ვიკითხეთ, რას აპირებდნენ, მოვიდნენ, უყურებდნენ ზედა მხარეს ანდროს ბანერს. მე დიდ იმედს ვიტოვებ, რომ “რუსთავი 2″ არ აღმოჩნდება ის ტელეკომპანია, რომელიც შეეხება ჩვენი სინდისის პატიმრის ბანერს, იმიტომ, რომ თეატრი არის უშველებელი. ტექნოლოგიები არის წინ წასული და შეუძლიათ კადრში სხვა რამ ჩასვან ისე, რომ ჩვენს ბანერს არ შეეხონ. ასე რომ შეუძლიათ სხვადასხვა რაკურსით გადაიღონ, რაც უნდათ ის გააკეთონ, საერთოდ არ გვაქვს პრეტენზია, უბრალოდ ეს არის ჩვენი თხოვნა- ერთადერთი რაც დაგვრჩა ანდროს მეგობრებს და კოლეგებს, არის ის ბანერი და მაყურებელი რომ გამოივლის უღებს ვიდეოებს და ჩვენც ვახსენებთ, რომ გვყავს ჩვენი სინდისის პატიმარი, ამიტომაც ჩემთვსი ყოვლად მიუღებელია, თუ შეეხებიან ამ ბანერს. სამწუხაროდ, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ წინსწრებით გვიწევს ნერვიულობა, ამიტომ, ბაკურ ბაკურაძეს აქედან მივმართავ, რომ არ შეეხოთ ჩვენს ბანერს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის. შემიძლია წერილობითაც მოგმართოთ. დიდი იმედი მაქვს ეს ამბავი შავ ლაქად არ ჩაეწერება რუსთავი 2-ის ისტორიაში”.

