ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას სახლი დაცხრილეს

აფხაზეთის სოფელ ქვემო ეშერაში, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეჟიმის პირველი, ე.წ. პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახლი დაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას “სოვა ნიუსი” ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრალდებულები უკვე დაკავებულები არიან, ხოლო თვითმხილველები ე.წ. ადგილობრივ პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.

შინაგან საქმეთა ე.წ. მინისტრი დიმიტრი დრაბი ამბობს, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა იყო მოტივი არძინბას სახლის დაცხრილვისა.

შეგახსენებთ, ვლადისლავ არძინბა 2010 წლის 4 მარტს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....