აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აშშ-ს სურს, რომ ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში უკრაინამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ მონაწილეობა არ მიიღონ” – პოლიტიკო

მედიის ცნობით, აშშ-ს სურს, რომ ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში უკრაინამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ მონაწილეობა არ მიიღონ. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ნატო ზეწოლას ახდენს ნატო-ს მოკავშირეებზე, რათა უკრაინამ და ალიანსის ინდო-წყნარი ოკეანითის რეგიონის პარტნიორებმა ანკარაში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა არ მიიღონ.

როგორც გამოცემა წერს, ეს ნათლად ასახავს თეთრი სახლის ძალისხმევას, რომ ნატო განხილული იყოს, როგორც ევროატალანტიკური თავდაცვითი ორგანიზაცია და შეწყდეს ალიანსის როლის გაფართოება კრიზისების დარეგულირებაში, გლობალურ პარტნიორობასა და ინიციატივებში, რომლებიც დაფუძნებულია ფასეულობებზე.

„პოლიტიკოს“ მიხედვით, აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია და სამხრეთ კორეა არ მიიწვიონ ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტის ოფიციალურ სხდომაზე. ამას გარდა, ნატო-ს თანამშრომლები ასევე გამოდიან წინადადებით, რომ წელს აღარ გაიმართოს საზოგადოებრივი ფორუმი, რომელიც, როგორ წესი, სამიტის პარალელურად ტარდება და მასში მონაწილეობენ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები და ექსპერტები.

„წელს ნატო-მ გადაწყვიტა, არ ჩაატაროს საჯარო ფორუმი, მაგრამ გამართავს ნატო-ს თავდაცვითი მრეწველობის ფორუმს ანკარის სამიტის კულუარებში“, – ამბობს „პოლიტიკოსთან“ საუბრისას ანონიმური წყარო.

როგორც ნატო-ში განმარტავენ, ეს ნაბიჯი დაკავშირებული ხარჯების შემცირებასთან, თუმცა, როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, ეს, შესაძლოა, იყოს დაკავშირებული აშშ-ის უფრო ფართო კამპანიასთან, რომელიც მიმართულია საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების შემცირებისკენ.

იტვირთბა....