ხე-ტყის უკანონო მოპოვების, სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 12 პირი – ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ე.წ. „შუა რგოლის კორუფცია“.
დაკავებულთა შორისაა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, იმერეთის სატყეო სამსახურის, ყოფილი თანამშრომლები. ასევე, მარტვილის სატყეო უბნის წარმომადგენელი, ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი პირი და მსგავსი საქმე უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, სადაც სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გამოყენებისა და მერქნიანი მცენარეების უკანონოდ გაჩეხის ფაქტებზე ბრალდება 3 პირს წარედგინა.

