ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კახეთში კორონავირუსის ინფექციის წყარო არ არის – ინფიცირებული რუსეთიდან შემოვიდა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კახეთში კორონავირუსის ინფექციის წყარო არ არის, ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

ამირან გამყრელიძის ცნობით, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, წარმოშობით არის კახეთიდან.

„კახეთში არ დადასტურებულა, არის კახეთიდან წარმოშობით ადამიანი, რომელსაც საკარანტინე სივრცეში მყოფ ადამიანთან კონტაქტით, რუსეთიდან შემოსვლისას, დაუდასტურდა ვირუსი. კახეთში ინფექციის წყარო არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ის გახლავთ ტრაილერის მძღოლი, რომელიც შემოსულია ჩრდილოეთი მეზობლიდან. მიმდინარეობს კვლევა, ადამიანს დაუდასტურდა კარანტინში და მისი კონტაქტია ეს ადამიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, მარიეტა გონაშვილის განცხადებით, კახეთში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

იტვირთბა....