„26 ახალი შემთხვევა არ ქმნის პანიკის არავითარ საფუძველს, რადგან ყველა ეს შემთხვევა კონტროლს ექვემდებარება. ვიცით თითოეული ინფიცირებულის კონტაქტები, ვახდენთ თითოეულის იზოლირებას სწრაფად, თითოეულის მკურნალობას, ვინც – დადებითია (ტესტირების პასუხის მიხედვით) და მათი კონტაქტების სწრაფ გამოკვლევას“
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელელი
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ფეისბუქლაივისას განაცხადა
შეგახსენებთ, 31 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი.