საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 605 პაციენტი..
კარანტინის რეჟიმში 3031 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 262.