ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ასე ხელაღებით კონდიცირების აკრძალვა არ შეიძლება, შეიძლება მოხდეს ორგანიზმის გადახურება, რაც სერიოზული სტრესია..” – ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში კონდინციონერების აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც ბუწაშვილი აცხადებს, კონდიცირების ხელაღებით აკრძალვა არ შეიძლება, რადგან, მისი თქმით, შეიძლება მოხდეს ორგანიზმის გადახურება, რაც სერიოზული სტრესია ორგანიზამისთვის და ეს გარკვეულწილად, ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რამაც შეიძლება, ინფექციის წინააღმდეგ დაცვაც გააუარესოს.

“ასე ხელაღებით კონდიცირების აკრძალვა არ შეიძლება. უნდა გათვალისწინებული იყოს ყველა ნიუანსი. კერძოდ, სიცხემ შესაძლოა კიდევ უფრო გააუარესოს პირბადეების მოხმარება, კიდევ უფრო მეტად სველდება პირბადე, უფრო ხშირად გამოსაცვლელი იქნება, ადამიანები მუდმივად მოიკიდებენ ხელს და ძნელად წარმოსადგენია, რომ სიცხეში პირბადე ნორმალურად გამოიყენოს ადამიანმა, ამიტომ შეიქმნება რისკი პირბადეების არგამოყენებისა.

კიდევ ერთი ის არის, რომ შეიძლება მოხდეს ორგანიზმის გადახურება, რაც სერიოზული სტრესია ორგანიზამისთვის და ეს გარკვეულწილად, ჯანმრთელობისთვის საზიანოა და შეიძლება, ინფექციის წინააღმდეგ დაცვაც გააუარესოს.

ასევე უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები არ ავრცელებენ ასეთ რეკომენდაციებს, რომ უნდა აიკრძალოს კონდიცირება შენობებში. ასეთი აკრძალვა ჯერჯერობით არ არის,” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

იტვირთბა....