aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი, ან საქართველო – რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო”

“ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი, ან საქართველო – რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის მუდმივად გაჭირვებული, მუდმივად გვატყუებენ, მუდმივად ვართ უკიდურეს სიღარიბეში და ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს სასტუმრო არის ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახე და ასეთი სასტუმრო ათობით არის აქ, ასეთი გაჩერებული პროექტი ათობითაა. იმასაც გეტყვით, რომ თავის დროზე, 350 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის, გააჩერეს ეს პროექტი. ახლა მითხრეს, რომ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, საერთოდ, ციხეში ზის იმიტომ, რომ ინვესტორებზე მუშაობდა და გადაკვეთა მან, როგორც ჩანს, პირადად ივანიშვილის ინტერესები და დასაჯეს, 11 წელის მიუსაჯეს თურმე ამ ადამიანს. ეს ბლეფი ხომ უნდა დამთავრდეს ქვეყანაში? ეს კატასტროფაა, რაც აქ ხდება! მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში იმიტომ, რომ ამხელა პოტენციალის ქვეყანა არ შეიძლება, ასეთი ღარიბი და მშიერი იყოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი ვაშაძე, “ახალი საქართველოს” ლიდერი

“ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....