“თურმე, ირაკლი კობახიძეს განუცხადებია, რომან გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვაო. სინამდვილეში საქმე შემდეგნაირად იყო – 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა,. აი, ეს არის 8 სიმართლე, რომელშიც აღწერილია, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა კვირიკაშვილის მოხსნისთვის საბაბად გამოიყენა და სადაც ნაჩვენებია, რომ ქვეყანაში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში, ბავშვებში და მთლიანად მოსახლეობაში.”
რომან გიცირიძე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
ამის შესახებ გოცირიძემ ჟურნალისტებტან განაცხადა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რომან გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილის თქმა მოასწრო.
პარლამენტში დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.