მთავარი ციტატა

“რომან გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილის თქმა მოასწრო”

რომან გოცირიძის მხრიდან 5 წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვები და ამ 5 წუთში მან 8 ტყუილის თქმა მოასწრო. შესაბამისად, ნათელია, რომ დემაგოგიის გარდა აქ არაფერთან არ გვაქვს საქმე. რეგლამენტის თანახმად, პრემიერ – მინისტრი პატივს სცემს პარლამენტს. ის მობრძანდა პარლამენტში და პასუხი გასცა თუნდაც ამ დემაგოგიურ კითხვებს, რომლებიც ტყუილებით იყო გაჯერებული.”

ირაკლი კობახიძე – უმრავლესობის წევრი

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცნობისთვის, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ გაეროს მსოფლიო ფონდის კვლევის მიხედვით საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში.

პარლამენტში დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.

იტვირთბა....