საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 29 მაისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით დასტაბილურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.1865 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.1901 ლარი ღირდა.
ასევე, შედარებით დასტაბილურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.5071 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5149 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 29 მაისს ამოქმედდება.