“თუ კაზინოებთან მიმართებით პოზიცია გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ ონლაინ კაზინოებთან მიმართებით, სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირება უაღრესად უნდა გამკაცრდეს. ახლა რატომ არ გავაჩერეთ ონლაინ კაზინოების მუშაობა ეპიდემიიდან გამომდინარე, ეს სულ სხვა საკითხია. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ამ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით სერიოზულად არის გასამკაცრებელი კანონმდებლობა და ამ გამკაცრების ინიციატივით უახლოეს პერიოდში ჩვენ პარლამენტს მივმართავთ.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
აღნიშნული განცხადება გახარიამ, დღეს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.