დღეს მთაწმინდის პანთეონში ხმაური იყო.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავთან, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე თანამოაზრეებთან ერთად მივიდა. მათ, პანთეონში ზვიად გამსახურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე და პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერები დახვდნენ.
გორგი ვაშაძეს გამსახურდიას საფლავთან მისვლის უფლება არ მისცეს და ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს.