ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინაში სამართალდამცველები წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში ორ სამართალდამცველი წამებასა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მედიის ცნობით, ინციდენტი კიევის სიახლოვეს მდებარე, კაგარლიკის რაიონულ განყოფილებაში მოხდა.

მომხდარი ფაქტის გამო უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა კაგარლიკის რაიონული განყოფილებიდან ყველა თანამშრომელი გაათავისუფლა.

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს ცნობით, ერთ-ერთმა პოლიციელმა დაკითხვაზე გამოცხადებულ ქალს საკუთარ კაბინეტში ხელბორკილები დაადო და აირწინაღი გაუკეთა. შემდეგ მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმა გაისროლა და ქალი გააუპატიურა.

ამას გარდა, გამოძიების მტკიცებით, პოლიციელები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ მამაკაცს, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა განყოფილების შენობაში. მას ასევე დაადეს ხელბორკილი, გაუკეთეს აირწინაღი და სცემეს.

იტვირთბა....