aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მესმის, რომ სასამართლოს არ ვენდობით, მაგრამ რაკი ასეა, ამ ჩოქბურთელისა და მისი ყოფილი ცოლის საკითხზე ფეისბუქში უნდა გაიმართოს სასამართლო?!”- გია ნოდია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოსი გია ნოდია ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც გია ნოდია “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ის, რაც ამ ფაქტის გარშემო სოციალურ ქსელში ხდება, დაუშვებელია და მოქალაქეს კანონით თუ არა, მორალურად მაინც ეკისრება, უდანაშაულობის პრეზუმპცია დაიცვას.

გია ნოდია საზოგადოებისგან მსგავს რეზონანსულ გამოხმაურებას იხსენებს, როდესაც ამერიკელ ფეხბურთელს ყოფილი ცოლისა და მისი შეყვარებულის მკვლელობა დაბრალდა.

“მესმის, რომ სასამართლოს არ ვენდობით და ამის საფუძველი გვაქვს. მაგრამ რაკი ასეა, ამ ჩოქბურთელის და მისი ყოფილი ცოლის საკითხში ფეისბუქი უნდა გაიყოს დაცვის მხარედ და ბრალდების მხარედ და აქ გამართოს სასამართლო?! ეს სასამართლო უფრო მიუკერძოებელი და ობიექტური იქნება?!

გასაგებია, რომ მე, როგორც რიგით მოქალაქეს, კანონით არ მეკისრება უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვა. მაგრამ მგონია, რომ მორალურად მეკისრება და, შესაბამისად, ვიცავ. არც ჩოგბურთელს ვადანაშაულებ ქალის ცემაში, არც ქალს ვაბრალებ შანტაჟისტობას და აფერისტობას.

მახსოვს, ასევე გაიყო ამერიკა, როცა ო.ჯ.სიმპსონის სასამართლო მიდიოდა. ეს იყო ამერიკელი ფეხბურთელი, ვისაც ყოფილი ცოლის და მისი შეყვარებულის მოკვლა დაბრალდა (ერთმა სასამართლომ გაამართლა, მეორემ დამნაშავედ ცნო). მაგრამ ის სასამართლო მუდმივად პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ვისაც აინტერესებდა და ეცალა, თითქმის ისევე კარგად იყო ინფორმირებული, როგორც ნაფიცი მსაჯულები. აქ რა ფაქტები გვაქვს გარდა იმისა, რომ ჩოგბურთელმა ვიღაც „პრაწივნი“ ადვოკატი აიყვანა?

მოძალადე აუცილებლად უნდა დაისაჯოს – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან ძალადობა ჩაიდინა”,- წერს ჰია ნოდია.

შეგახსენებთ, რომ  22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....