ახალი ამბები მთავარი ციტატა

აჭარამ “მწვანე ზონის” სტატუსი დაიბრუნა – თორნიკე რიჟვაძე განცხადებას ავრცელებს

“რეგიონში ბოლო ორი კოვიდინფიცირებული განიკურნა, შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის” სტატუსი. ჩვენ 30 აპრილის შემდეგ რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებული და ბუნებრივია, ეს არის საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ არის მოდუნების, თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ გვმართებს, რომ მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაცების შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მხრიდან.”

თორნიკე რიჟვაძე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადება რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

იტვირთბა....