aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის გადაწყვეტილების” – კალაძე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ “პოლიტიკურად აბსოლუტურად ესმის” პრეზიდენტის გადაწყვეტილების გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ განმარტა, რატომ მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება.

“ერთადერთი ადამიანი, ვისაც გათავისუფლების ბერკეტი გააჩნდა, ეს იყო პრეზიდენტი და მე ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გავაკეთე განცხადება. ეს იყო მისი გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო და ახსნა-განმარტებებიც გააკეთა. პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

იტვირთბა....