ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელს ვდებ საქართველოში არსებულ ყველა სიწმინდეზე, ვინმეს შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა” – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, უნდა შეწყდეს არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის ბულინგი, თითქოს ისინი ვიღაცას რაღაცაზე შეუთანხმდნენ.

„ხელს ვდებ საქართველოში არსებულ ყველა სიწმინდეზე, უგულავა-რურუა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა. ეს არის ტყუილი, ამიტომ მოდით შევწყვიტოთ მომლაპარაკებლების, არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი კობახიძის ბულინგი, თითქოს ისინი ვიღაცას რაღაცაზე შეუთანხმდნენ. ამ საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა. ალბათ იყო საუბარი იმაზე, ვის რა სურს, და, მიუხედავად ამისა, გაგრძელდა ე.წ. დეპოლარიზაციის მოთხოვნა. 8 მარტს გავრცელდა განცხადება საკონსტიტუციო სისტემაზე და მართლმსაჯულებაში არ ჩარევაზე. ერთი მხარე აგრძელებდა ამ ადამიანების გათავისუფლებაზე საუბარს, შემდეგ კი პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი სიტუაციის განსამუხტად. მე ვთვლი, რომ ამ ორი ადამიანის შეწყალება არის უსამართლო, ვინაიდან სასჯელაღსრულების სისტემაში გვყავს პატიმრები, რომლებიც არანაკლებ იმსახურებენ შეწყალებას და შვილების ნახვას“, – განაცხადა წულუკიანმა.

იტვირთბა....