საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 22 მაისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გამყარდა. .
1 აშშ დოლარი 3.1920 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2012 ლარი ღირდა.
ხოლო, მცირედით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.5058 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5028 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 მაისს ამოქმედდება.