მთავარი ციტატა

“პარტიებმა იციან, 8 მარტის შეთანხმება რასაც გულისხმობს, მათ თავად დააწესეს პირობები”- აშშ-ის ელჩი

“იმ საქმესთან დაკავშირებით საუბარი, რომელზეც სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, სწორად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, 8 მარტის შეთანხმება თავის სათქმელს თვითონ ამბობს. ვფიქრობ, პარტიებმა იციან, ეს შეთანხმება რასაც გულისხმობს. მათ 8 მარტის შეთანხმებისთვის თავად დააწესეს პირობები და არა ფასილიტატორებმა.  მე ვიტყოდი, რომ 8 მარტის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია საქართველოს საუკეთესო ინტერესს ემსახურება, პოლიტიკურად დაძაბული ვითარების დეპოლარიზიაციისთვის, რათა შექმნას შემოდგომის არჩევნებისთვის ისეთი პირობები, რომელითაც საქართველო იამაყებს. აქედან გამომდინარე, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა მხარე სრულად შეასრულებს შეთანხმებას და მოემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის.”

კელი დეგნანი – საქართელოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი

აღნიშნულით კელი დეგნანი 8 მარტის შეთანხმებას გამოეხმაურა. 

ცნობისთვის, 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. ევროპარლამენტარები “ქართულ ოცნებას” ღიად მოუწოდებდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფ;ლებას. 

შედეგად, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გატავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს. თუმცა სასამართლომ რურუა პატიმრობაში დატოვა.

 

იტვირთბა....